მთავარიაზიაღაზაღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა, გაეროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრა მესამედ...

ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა, გაეროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრა მესამედ გადაიდო

ბოლო ცნობებით,  „ჰამასის“ მიერ შვიდ ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას 20 000-ამდე პალესტინელი შეეწირა.

კონფლიქტის დაწყებიდან საშუალოდ ყოველდღიურად 300-ამდე ადამიანი იღუპება. ამ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელზე იზრდება საერთაშორისო ზეწოლა. არაბთა გაერთიანებული  საამიროების მიერ შემუშავებული რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე   გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე  ორშაბათს უნდა გაეტანა, თუმცა შეერთებული შტატების მიერ ვეტოს მესამედ დადების თავიდან აცილების მიზნით კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო.

უახლესი ინფორმაციით, ღაზის ქალაქ ხან-იუნისში ქუჩის ინტენსიური  ბრძოლები მიმდინარეობს

პალესტინელები ისრაელის დაბომბვის შემდეგ, გაურბიან ღაზის სამხრეთ ნაწილიდან – AP

ამასთანავე, ისრაელის მხარე ავრცელებს მორიგ კადრებს და ამტკიცებს, რომ ეს „ჰამასის“ გვირაბების ქსელის ნაწილია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან ისრაელის მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა. მისი თქმით, „ჰამასის“ თითოეული ტერორისტი მოსიარულე გვამია. მათ მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: დანებება ან სიკვდილი.

ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გამო. ჯანმოშიც აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობის გაჭირვებასა და სასოწარკვეთას სხვადასხვა დაავადება, შიმშილი, ასევე სანიტარიისა და ჰიგიენის  პრობლემებიც ემატება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend