მთავარისაქართველოთბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასამართლო პროცესი დასრულდა.  დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ.

სხდომას დისტანციურად დაესწრო თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, ამ პერიოდში ოპოზიციური პარტიების სრული კოორდინაციაა საჭირო. სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend