მთავარისაქართველოქალთა მიმართ ძალადობა - გაეროს წლიური ანგარიში

ქალთა მიმართ ძალადობა – გაეროს წლიური ანგარიში

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველი მე-4 ქალი კი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა წარადგინეს. დოკუმენტი 2022 წლის მონაცემებს მოიცავს.

კვლევაში საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით ხდება ძირითადად საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით.

დოკუმენტში ასევე გამოკვლეულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend