მთავარისაქართველოგერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს. ის დილით უკვე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

მხარეებმა პრესასთან განცხადებები გააკეთეს. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

უწყება განმარტავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიისა და რეინტეგრაციისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

მათივე ცნობით, შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთან, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით ჩატარდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend