მთავარისაქართველო"ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 დათქმა ნატოს მოთხოვნებსაც ფარავს" - ხავიერ კოლომინა

“ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 დათქმა ნატოს მოთხოვნებსაც ფარავს” – ხავიერ კოლომინა

საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იმყოფება.

მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ ეს მისი მე-6 ვიზიტია რეგიონში. მისი თქმით, 2024 წელს ნატო მოელის, რომ საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მიერ წარდგენილ 9 დათქმას, რაც ალიანსის ინტერესებშიც შედის. ხავიერ კოლომინას თქმით, ევროკომისიის 9 წინაპირობა ფარავს ნატოს მოთხოვნებსაც. მან ვრცლად ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე და შეაფასა საქართველოს მთავრობის პროგრესი რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

ხავიერ კოლომინას თქმით, არის მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო  სასამართლო რეფორმის, დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის კუთხით. ბრიფინგამდე ის შეხვდა მმართველი პარტიის უმაღლეს წარმომადგენლებს.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვედრები ჰქონდა დაგეგმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გასატარებელ რეფორმებზე, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და იმ როლზე, რასაც საქართველო გლობალური და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში თამაშობს.

გარდა მთავრობის წარმომადგენლებისა ხავიერ კოლომინა შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც. მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “საქართველოსთვის” წევრები.

შეხვედრების დროს ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის დეპოლარიზაციის პრობლემას საქართველოში. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება არამხოლოდ მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრების პროცესი ნაკლებად ავტომატიზებულია ევროკავშირის პროცესთან შედარებით, საქართველო რჩება ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ახლო პარტნიორად. ხავიერ კოლომინას თქმით, მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა და მსოფლიოში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური სურათისა, ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend