საოჯახო დავები

ქალისთვის ქონების გაყოფის თაობაზე სასამართლო დავის წარმოება მძიმე ფინანსური ტვირთია. როდესაც ქალი სასამართლოში ქონების გაყოფას ითხოვს, მას ამ ქონების პროპორციული ბაჟის გადახდა უწევს.

ბევრ შემთხვევაში, მარტო დარჩენილი ქალი, რომელიც თავად ოჯახის მოვლით არის დაკავებული და მანამდე ოჯახს მეუღლე არჩენდა, ვერ ახერხებს ქონების ბაჟის გადახდას, რის გამოც მისი სარჩელი განუხილველი რჩება – ეს ინფორმაცია ილიას სამართლის სახლის კვლევაში წერია.

კვლევის სახელწოდებაა “საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე”.
რა გამოწვევებია საქართველოში ყოფილ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფისა და საოჯახო დავების განხილვის მიმართულებით – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სამართლის სახლის ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend