გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, 14 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო.
ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, გამოიყენოს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულება, რომელიც საშუალებას იძლევა წევრ ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო.