მთავარიმსოფლიოევროპა"ისინი ოცდაექვსნი იყვნენ, მე მარტო ვიყავი. ვერ დავარწმუნე" - ვიქტორ ორბანი

“ისინი ოცდაექვსნი იყვნენ, მე მარტო ვიყავი. ვერ დავარწმუნე” – ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანმა პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა უნგრეთის სახელმწიფო მაუწყებელს მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ გაფართოების თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ცდილობდა დაერწმუნებინა ლიდერები, რომ უკრაინა მზად არ იყო მოლაპარაკებები დაეწყო ევროკავშირთან, თუმცა ვერ შეძლო.

„8 საათი ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ რასაც აკეთებენ არასწორია და რომ სინამდვილეში ეს უკრაინის დახმარება არ არის, ეს დათვური სამსახურია. თუმცა ვერ დავარწმუნე…. ისინი ოცდაექვსნი იყვნენ, მე კი მარტო ვიყავი. მათ უნდოდათ წაეხალისებინათ უკრაინა, რომ ომი გაეგრძელებინა. მე არ მსურდა ამ ცუდ გადაწყვეტილებაში უნგრეთის წვლილიც ყოფილიყო“,-აცხადებს ორბანი.

მისივე თქმით, „კულმინაცია“ იყო, როცა ლიდერებმა საუბარი დაიწყეს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე. „და მე ვთქვი: მოითმინეთ ერთი წუთით, ეს არის დარღვევა, მე ვეტო უნდა დავადო ამას”.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომისას ხანგრძლივი მოლაპარაკებების ფონზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ოთახიდან გასვლა მას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ურჩია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend