მთავარისაქართველომთის საერთაშორისო დღე

მთის საერთაშორისო დღე

მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “კავკასიის მდგრადი განვითარების ქსელმა” და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა” მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გარემოსდაცვით ექსპერტებთან ერთად განიხილეს მთის ეკოსისტემის დაცვისა და აღდგენის საკითხები. ასევე მოეწყო კავკასიის ფაუნის ფოტოებისა და მთის პროდუქტების გამოფენა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ინფორმირებული იყოს იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მთის ეკოსისტემა საქართველოში. სწორედ ამიტომ გაიმართა “გაეროს განვითარების პროგრამისა” და ევრონიუს ჯორჯიას მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც მყინვარების დნობასა და კლიმატის ცვლილების გავლენას ეხება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დოკუმენტურ ფილმში საუბარია ადამიანების როლსა და პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში. შეხვედრა გაეროს ეგიდითა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend