მთავარიმსოფლიოევროპა"წინ გადამწყვეტი შეხვედრაა, ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა" - შარლ მიშელი

“წინ გადამწყვეტი შეხვედრაა, ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა” – შარლ მიშელი

ერთი დღით ადრე ევროპული საბჭოს სხდომამდე საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმართავს ევროპელ ლიდერებს, მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროებენ ერთობასა და სითამამეს სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

შარლ მიშელი წერს, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც უკრაინის წინაშე აიღო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საუბრობს სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც ლიდერებმა უნდა მიიღონ. მისი თქმით, მათ უნდა იმუშაონ, რათა ევროკავშირი მზად იყოს ახალი წევრების მისაღებად.

„2022 წლის 24 თებერვალი ევროპის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი იყო. კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ ჩვენ უკრაინის დახმარებისა და ევროპული სუვერენიტეტის განმტკიცების მიზნით აქამდე არნახული მასშტაბის გადაწყვეტილებები მივიღეთ. 21 თვის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და მიზანდასახულობა, რათა სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. აუცილებელია, რომ შევასრულოთ უკრაინის წინაშე აღებული ვალდებულებები და მოვიქცეთ როგორც საიმედო და ძლიერი პარტნიორი. უკრაინას უნდა გავუწიოთ მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარება. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტის გადაცემა, რომელიც ამ სახელმწიფოს გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის შესახებ. კიევს ესაჭიროება შესაბამისი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს ჩვენს მზაობას, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს. აუცილებელია სხვა ასპირანტი სახელმწიფოების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საკუთარ რიგებში ახალი წევრების მისაღებად”, – წერია მიმართვაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend