ოც დეკემბერს საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება. საქართველოს ზამთრის კურორტები კვლავ მოექცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყურადღების ცენტრში და წლევანდელ სეზონზე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის გამართვა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობენ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კომიტეტის მმართველი ლევან მეტრეველი.