მთავარიმსოფლიო „მთვარეზე მოსიარულენი“

 „მთვარეზე მოსიარულენი“

„მთვარეზე მოსიარულენი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი ტომ ჰენკსია და მაყურებელს  კოსმოსში მოგზაურობის ისტორიის უნიკალურ კადრებს სთავაზობს.

„ფილმში ტექნოლოგიებით შექმნილ სურათებს არ ნახავთ, ყოველი ფოტო, რომელიც წარმოდგენილია, ადამიანმა გადაიღო. ასე რომ, აქ არაფერია ტყუილი. ყველაფერი ემპირიულად მართალია და ვფიქრობ, ამ ამბის ასე წარმოჩენა საოცარია“, – თქვა ტომ ჰენკსმა.

“მთვარეზე მოსიარულენის” ჩვენება ლონდონში Copyright Justin Sutcliffe via AP

უფრო დაწვრილებით 50-წუთიანი სანახაობა  მაყურებლისთვის დიდ ოთახში ცოცხლდება და გვიამბობს  12 ასტრონავტის შესახებ, მათზე, ვინც  1969-1972 წლებში მთვარეზე გაიარეს. ასევე გვიამბობს ათასობით ადამიანზე , რომლებმაც კოსმოსში გასვლა რეალობად აქციეს.

ფილმში ასევე შესაძლებელია მოუსმინოთ ოთხ ასტრონავტს, რომლებიც ახლა მთვარეზე გასაფრენად ემზადებიან. მათ შორისაა ქრისტინა ქოხი, პირველი ქალი, რომელიც მთვარის მისიაში მონაწილეობს.

„ტომმა უამრავი ადამიანის სათქმელი გადმოსცა. მე ვფიქრობ, მის მიერ აღქმული სამყარო ყველაფერ ამას მოიცავს. მან იცის, რომ არის  კოსმოსის აღმოჩენაში რაღაც ისეთი, რაც ყველას აღაფრთოვანებს და შთააგონებს, რომ ხომალდის ბორტზე ავიდეს. ტომთან ერთად ამ ყველაფრის გააზრება  ნამდვილად შესანიშნავია“, – ამბობს ქრისტინა, ასტრონავტი ქალი.

ვინც ეს სანახაობა უკვე იხილა, ამბობს, რომ საოცარია, კიდევ ერთხელ ნახო წარსულიდან სადესანტო ხომალდი, რომელსაც მომავლის მიმართ კაცობრიობის იმედი ებარა…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend