გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები რეზოლუციის ტექსტის შეცვლას მოითხოვდნენ და მათ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
ახლო აღმოსავლეთში კი ომი გრძელდება.
“ჰამასის” მებრძოლები ისრაელის არმიის წინსვლის შეჩერებას ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის ხან იუნისის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მისადგომებთან ცდილობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების სხვადასხვა შენაერთი კი “ჰამასის” სამხედრო სარაკეტო რესურსის შემცირებას ცდილობს. 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ “ჰამასის” მიერ ისრაელის ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო იერიშების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
დასავლეთ ნაპირზე კი ისრაელის არმიასა და პალესტინელ მებრძოლებს შორის ბოლო 24 საათში 17 შეტაკება მოხდა.
“ჰეზბოლამ” ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბა სამხრეთ ლიბანიდან.
For the second time this week, Hezbollah launched several rockets toward Israel yesterday.
One being launched 130 meters from a .@UN compound, with additional launches toward Israel from the same area.
By continuing to fire from areas near U.N. compounds, Hezbollah… pic.twitter.com/69ngIeQEDN
— Israel Defense Forces (@IDF) December 12, 2023
ისრაელის სამხედრო მეთაურობის წარმომადგენელთა განცხადებით, ომი “ჰამასის” წინააღმდეგ კვირებსა და თვეებს გასტანს. ამ ფონზე კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ახლო აღმოსავლეთში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა და მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, რომელსაც მხარი 153-მა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 10, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, 23 სახელმწიფოს წარმომადგენელმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
რიად მანსური, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პალესტინის მუდმივი წარმომადგენელი: “ამ რეზოლუციის საფუძველზე ჩვენი ერთიანობა კიდევ უფრო განმტკიცდა. მივაღწიეთ წარმატებასა და მსურს ყურადღება გავამახვილო რეზოლუციის ტექსტზე, სადაც საუბარია ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე და არა მოწოდებაზე, მოთხოვნა გულისხმობს იმპლემენტაციის აუცილებლობას”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ომი “ჰამასზე” საბოლოო გამარჯვებამდე გასტანს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “არსებობს ძალა, რომელსაც ებრაელებისა და მათი სახელმწიფოს მოსპობა სურს. ამ ომს იმავე თავდადებით წარვმართავთ როგორც ყველა სხვა ომს. მსურს გითხრათ, რომ ეს ომი გასტანს მანამ, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება და ჩვენ არ მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ გამარჯვებას. ჩვენ “ჰამასის” განადგურების გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. გამარჯვება ან ჩვენი იქნება ან მათი”.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის განცხადებით, მისი სახელმწიფოს არმიას სამოქალაქო პირების დაზიანების გარეშე შეუძლია “ჰამასის” სამხედრო პუნქტების მოსპობა.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ჩვენ ზუსტად ვიცით თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ზუსტი შეიარაღების გამოყენებით. ჩვენი სახმელეთო ძალები სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებისდაგვარად ცდილობენ, მთავარი პრიორიტეტი “ჰამასის” სამხედრო პუნქტების განადგურებაა. ისრაელის თავდაცვის ძალები ყოველთვის მოქმედებდნენ და განაგრძობენ ქმედებას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის შედეგად ისრაელში 1200 ადამიანი დაიღუპა, 100-ამდე კი “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.
The last barely functioning hospital in northern Gaza is a humanitarian disaster zone, says @WHO.
Doctors are being forced to treat critically ill people on the floor, while grappling with a scarcity of fuel, oxygen, food and water. https://t.co/sJU6IX99vp
— United Nations (@UN) December 13, 2023
პალესტინურ მხარეს დაღუპულთა რიცხვი კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, თითქმის 20 ათასია, ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტი იძულებით გადაადგილებული პირია.