“ფაბლაბ ილიაუნი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა, რომელიც სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ მღებრიშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პროექტების მენეჯერმა ანი ჩიკვაიძემ ისაუბრეს.