მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით მიმართა შეერთებული შტატების სამხედრო ოფიცრებს იმ იმედით, რომ  დაარწმუნებს კონგრესს, თანხის ამოწურვამდე გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

თავდაცვის მდივანმა ლიოდ ოსტინმაც განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვებას მათი უსაფრთხოებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს კაპიტოლიუმს ეწვევა. იგი თეთრ სახლში ჯო ბაიდენსაც შეხვდება.

რუსეთი კი აგრძელებს უკრაინაზე საჰაერო იერიშების მიტანას

ხერსონის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გუშინ, 11 დეკემბერს, 73 შეტაკება მოხდა. რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით განახორციელეს 10 საჰაერო და 46 იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

ამასთანავე, 11 დეკემბერს  რუსეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც, რომელთა ტერიტორიებიც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში  სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend