მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებს ტოვებს

უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებს ტოვებს

უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და ტერიტორიებს ტოვებს. მათ ოკუპაციიდან თავისუფლებამდე რთული და სახიფათო გზის გავლა უწევთ. 

ეს არის რთული და სტრესული გზის დასასრული ოკუპაციიდან თავისუფლებამდე. ყოველდღიურად ათობით იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ჩადის უკრაინის ქალაქ სუმიში, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრი მდებარეობს.  ეს  ბოლო ეტაპია, უკრაინელებს ოკუპირებულ რეგიონებში მრავალი საგუშაგოს, ნეიტრალური ზონისა თუ  ფრონტის ხაზის გასწვრივ 2-კილომეტრიანი მანძილის გავლა უწევთ.

ლუჰანსკის მკვიდრი ლიდია მარტოვსკაიაც ამბობს, რომ მათ რთული და გრძელი გზა გაიარეს. განსაკუთრებით გაუჭირდა მის შვილს, რომელიც სიარულს ვეღარ აგრძელებდა და ხშირად ისვენებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პლურიტონის“  ცენტრი დევნილებს დროებით თავშესაფარსა და უკრაინაში შემდგომ გადაადგილებაში ეხმარება. მისი დირექტორი კატერინა არისოიც  გამოექცა ოკუპაციას.  მან ყველაზე კარგად იცის, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანი კარგავს სახლს, ცხოვრებას, სტატუსს. ამ დროს ქრება თავდაჯერება აღარ იცი, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა განაგრძო ცხოვრება.

მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა რუსული პასპორტები 2024 წლის ივლისამდე უნდა აიღონ. ცენტრში ვარაუდობენ, რომ მანამდე კიდევ ბევრი უკრაინელი გადაწყვეტს, თავისი სახლი დატოვოს და ოკუპაციას გაექცეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend