მთავარიმსოფლიო„რაც ხდება ანტარქტიკაში, არ რჩება მხოლოდ ანტარქტიკაში“

„რაც ხდება ანტარქტიკაში, არ რჩება მხოლოდ ანტარქტიკაში“

ანტარქტიკაზე ყინული ახლა უფრო სწრაფად დნება ვიდრე ოდესმე. ეს კი ადამიანების ქცევით გამოწველი კლიმატის ცვლილების შედეგია, რომელიც მთელ დედამიწაზე მოახდენს გავლენას.

აისბერგი, სამხრეთ შეტლანდი, ანტარქტიკა, 23 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Jorge Saenz

“რაც ხდება ანტარქტიკაში, არ რჩება მხოლოდ ანტარქტიკაში. დღეს უკვე ყველა ვაცნობიერებთ, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს ყინულის საფარის დნობამ. მაგალითად, ეს პროცესი გამოიწვევს ზღვის დონის მატებას არა მხოლოდ აქ, ანტარქტიდის სანაპიროებთან, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქნება რეგიონები, რომლებიც ძალიან დაზარალდება, მათ შორის წყნარი ოკეანის კუნძულები“, -ამბობს ცეზარ კადენასი, ჩილეს “ანტარქტიკის ინსტიტუტის” მკვლევარი.

ყინულის კონტინენტი უდიდეს როლს თამაშობს დედამიწის კლიმატისთვის. ის მზის სხივებს ირეკლავს და ოკეანის დინებებს კვებავს.

ანტარქტიკა, 23 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Jorge Saenz

ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყინულის საფარის დნობა უკვე შეუქცევადია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეამცირებს კაცობრიობა ნახშირორჟანგის ემისიებს.

„ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ანტარქტიკა გავლენას ახდენს ატმოსფეროზე და ცვლის კლიმატს, მას უდიდესი როლი აქვს წყალქვეშა დინებებისთვისაც. ჟანგბადით მდიდარი ყინულოვანი წყალი ოკეანის სიღრმეში იძირება და შემდეგ მთელ პლანეტაზე ნაწილდება. თუ ეს ციკლი ირღვევა, ირღვევა მთელი მსოფლიო ოკეანის პროდუქტიულობა“, – ამბობს ცეზარ კარდენასი.

პინგვინები სამხედრო ბაზასთან, ანტარქტიკა, 23 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Jorge Saenz

ეს პროცესები კი გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს მთელ რიგ სახეობებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ყინულის დნობასთან ერთად რამდენიმე ათწლეულში საიმპერატორო პინგვინების კოლონებიც გაქრება…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend