მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზის სამხრეთით ქალაქ ხან-იუნისსა და მის გარშემო. ასევე ისრაელის სამხედრო ძალებმა გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში.
ბოლო რამდენიმე საათში ღაზაზე მიტანილი იერიშების შედეგად, დაიჭრა ათობით ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს.
მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, ისრაელი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას ,,ჰამასის” წინააღმდეგ იქამდე, სანამ სრულად არ განადგურდება ტერორისტული დაჯგუფება.
ღაზის ცენტრალური ნაწილზე მიტანილი იერიშის შემდეგ ნანგრევებიდან დაჭრილი და დაღუპული პალესტინელები ამოჰყავთ
ღაზის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ომში დაიღუპა დაახლოებით 101 ისრაელელი ჯარისკაცი და 18,000 პალესტინელი, რომელთაგან უმრავლესობა ქალი და ბავშვია.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa განმარტავს, რომ გადაღებულ ვიდეოკადრებში ის ადამიანები ჩანან, რომლებიც ცენტრალურ ღაზაზე მიტანილი ახალი იერიშების შედეგად დაიჭრნენ, მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ალ-ბალას საავადმყოფოში გადაჰყავთ.„ჰამასი“ კი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს როგორ ესვრიან ,,ჰამასის“ წევრები ნაღმმტყორცნებით ისრაელის პოზიციებს.
The massive destruction at a school in the town of Beit Lahiya, northern Gaza following the non-stop Israeli airstrike.#Gaza_Geniocide #Strike_for_Gaza pic.twitter.com/osNJEj6WgM
— Wafa News Agency – English (@WAFANewsEnglish) December 11, 2023
ისრაელის თავდაცვის მინისტრი არ დაეთანხმა საერთაშორისო მოწოდებას ღაზის სექტორში სამხედრო შეტევის დასრულების შესახებ. მისი თქმით, ,,ჰამასის“ მებრძოლთა წინააღმდეგ სრულ სამხედრო ოპერაციას გარკვეული დრო სჭირდება.
,,ბოლო თვეში ხუთასზე მეტი ტერორისტი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი ისრაელელმა სამართალდამცველებმა ისრაელში გადაიყვანეს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი.
A Special Message from IDF Spokesperson RAdm. Daniel Hagari on the IDF Values and Code of Conduct: pic.twitter.com/7ZNI5P5qA0
— Israel Defense Forces (@IDF) December 11, 2023
ისრაელის არმია ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ჯარისკაცები ღაზაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ისრაელმა აშშ-ის მიერ მოწოდებული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალები ოქტომბერში სამხრეთ ლიბანში მომხდარი ინციდენტის დროს გამოიყენა.
„ჩვენ არ გვინდა,რომ ეს კონფლიქტი ლიბანშიც გაგრძელდეს.ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტის ხაზი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, შეგახსენოთ, რომ თეთრ ფოსფორს აქვს ლეგიტიმური სამხედრო დანიშნულება და ცხადია, ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვაძლევთ თეთრ ფოსფორს სხვა სამხედროებს, ვგულისხმობთ, რომ ის გამოყენებული იქნება ლეგიტიმური მიზნების შესაბამისად“, – აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა ჯონ კირბიმ.
ისრაელის არმიამ ორშაბათს საღამოს გამოაცხადა ორი დამატებითი საგუშაგოს შექმნის შესახებ. ამ საგუშაგოში შემოწმდება პალესტინისთვის გაგზავნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება.