“ვუყურებდი ძველი თბილისის თანდათანობით გაქრობის პროცესს და მომინდა მეჩვენებინა ეს წარმავალი სილამაზე. სოლოლაკი, მთაწმინდა, ავლაბარი, ვერე, კალა, ჩუღურეთი- ამ უბნებში დავდიოდი და ვარჩევდი სახლებს, რომლებიც მომწონდა.”
რამდენიმე დღის წინ არქიტექტორ ნოდარ სუმბაძის ახალი ალბომის „თბილისური კოლექციის“ წარდგენა გაიმართა. გამოცემაში შესულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის კაპიტელები, დეკორი, ქანდაკება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამოცემის შესახებ მისმა ავტორმა, არქიტექტორმა ნოდარ სუმბაძემ ისაუბრა.