მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში „კონტინენტალის“ ქარხანაში თანამშრომლების გათავისუფლებას სკანდალი მოჰყვა

უნგრეთში „კონტინენტალის“ ქარხანაში თანამშრომლების გათავისუფლებას სკანდალი მოჰყვა

უნგრეთში გერმანული საბურავებისა და ავტონაწილების მწარმოებელი კომპანიის „კონტინენტალის“ ქარხანაში დაითხოვეს 50-ამდე თანამშრომელი, რომლებიც  მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყვნენ დასაქმებული. მათ გათავისუფლებას  სკანდალი მოჰყვა.  რადგან, როგორც ცნობილია,  კომპანიის ხელმძღვანელობამ დროებით 200 ინდონეზიელი მუშახელი დაიქირავა.

ქარხნის დირექტორი ლევენტე სიურსაბო ამბობს, რომ მათ რეგიონში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისინი ვერ გაფართოვდნენ.  ამიტომ პრობლემის გადასაწყვეტად მოუწიათ მესამე ქვეყნისთვის მიემართათ, რათა ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. იგი განმარტავს, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.

რთული ვითარებაა ქარხანაში, რომელიც ძირითადად   დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანებს ამარაგებს ნაწილებით. ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს.

ადმინისტრაცია პრობლემის გამწვავებაში ადანაშაულებს ერთ-ერთ პროფკავშირს, რომელმაც რამდენი წლის წინ გაფიცვა მოაწყო. თუმცა პროფკავშირის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ბრალდებებს, მათ შორისაა გაბრო რადიჩი. მისი თქმით, თუ კომპანიას უჭირს, მის მომავალს საფრთხე ემუქრება, გაფიცვის შემდეგ აღარ უნდა გაეთავისუფლებინათ 100 ადამიანი, 200 ინდონეზიელი აღარ უნდა დაექირავებინათ და მათთან ორწლიანი კონტრაქტი არ უნდა გაეფორმებინათ.

მმართველმა პარტიამ, რომელიც, ამასთანავე, ეწინააღმდეგება მიგრაციას, გაამარტივა უცხოელებისთვის დასაქმების შესაძლებლობა. მაკოს მერმა ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის გამოძიებას დაიწყებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend