მთავარიევროპაუკრაინაწინასაშობაო სამზადისი უკრაინაში

წინასაშობაო სამზადისი უკრაინაში

კიევის საშობაო ბაზრობას ფერადი განათება და ბრჭყვიალა სამკაულები ამშვენებს.  მას შემდეგ, რაც  რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მოსახლეობა მეორე ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება.

,,სიმართლე გითხრათ, ახლა საერთოდ არ არის გართობის დრო, მაგრამ ახალი წელია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევიქმნათ საზეიმო განწყობა. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მებრძოლები, რომლებიც ჩვენ გამო თავს წირავენ ფრონტის ხაზზე. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს საახალწლო განწყობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოჯახებიც ასე არიან, მაგრამ ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, ჩვენ კი მათზე უნდა ვიზრუნოთ’’,-ამბობს ელმირა რუსტემოვა, კიევის მკვიდრი.

ჟურნალისტებს  ერთ-ერთი ჯარისკაცი გაესაუბრა, იგი კმაყოფილია იმით, რომ  ასეთ რთულ მდგომარეობაშიც კი ხალხს შეუძლია  საშობაო განწყობა შეინარჩუნოს.

,,ახალი წელი მოდის და მომეცა საშუალება, რომ ქალაქში გამოვსულიყავი და ამ საშინელი მდგომარეობის  მიუხედავად, ბედნიერი სახეები დამენახა. უაღრესად კმაყოფილი ვარ და ყველას მადლობას ვუხდი ჯარისკაცების სახელით. მიხარია, რომ ხალხის ნაწილი მაინც არის ბედნიერი და ისვენებს, ამით ვხვდებით, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია. დიდება ჩვენს გმირებს!’’

ძალიან დაბალმა ტემპერატურამაც კი არ შეუშალა ხელი ბავშვებსა და უფროსებს, რომ საშობაო ბაზრობასა და ყინულის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

,,ამ სიტუაციის გადატანაში ჩემი შვილი მეხმარება. როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, ის ერთი თვის იყო. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში ცხოვრებას შევეჩვიეთ, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩემი შვილი ჯერ ვერ ხვდება, თუ რა ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა წამოიზრდება, ყველაფერს გაიგებს და გაიაზრებს, ვინ იყო ჩვენი ნამდვილი მტერი. ჩემი აზრით, შობას და საშობაო საჩუქრებს ყველა ბავშვი იმსახურებს’’,-ამბობს მარინა ჰუბსკა, უკრაინის მკვიდრი.

მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა, ხალხი ფიქრობს, რომ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა მაინც მნიშვნელოვანია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend