საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ მოკლე სია ცნობილია. მასში ჟიურის გადაწყვეტილებით 18 წიგნი მოხვდა.
გამარჯვებული ავტორები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო პროზაული წიგნი, წლის საუკეთესო პოეტური წიგნი, წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი და წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი. პრემია „ნაკადული“ წელს მესამედ იმართება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა მარწყვიშვილმა ისაუბრეს.