14-15 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ ბლოკის გაფართოების საკითხზე. სწორედ ამ დღეებში უნდა გადაწყდეს, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო მოლდოვა და უკრაინა დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე.
თუმცა ამ პროცესში ერთი მთავარი დაბრკოლებაა. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებას დაბლოკავს. დღეს ამ თემაზეც ისაუბრეს ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელიც ბრიუსელში იმართება.
At the Foreign Affairs Council today, I thanked the EU for its support on the battlefield and in reforms.
Ukraine has fulfilled crucial EU recommendations, including those on national minorities, needed for the decision to open accession talks.
We are interested in becoming a… pic.twitter.com/pjfPcsBJYr
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) December 11, 2023
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ გაოცებულია ბუდაპეშტის პოზიციით, რადგან უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას.
“ჩვენ უნდა გავიგოთ, რა დგას ამ რადიკალური განცხადებების უკან”, – განაცხადა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაბლოკვის გამო. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ უნგრეთი ზოგადად ევროპის წინააღმდეგია და ასევე იმ ყველაფრის, რისთვისაც ევროპა იბრძვის.
ვიქტორ ორბანთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ორი ლიდერი არაფორმალურ გარემოში საუბრობს. ისინი არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ ლილეის ინაუგურაციაზე შეხვდნენ ერთმანეთს.