2024 წელს კალიფორნია იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირველი, სადაც სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას ასწავლიან. ექსპერტების თქმით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარები იმისა, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია და განარჩიონ ის ნამდვლისგან. მკვლევარები უკვე ძალიან დიდი ხანია ამბობენ იმას, რომ თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემას უარყოფითი შედეგები აქვს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ფიქრობენ იმას, რომ თუ სკოლებში მედიაწიგნიერება დაინერგება, ამან შესაძლოა, ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.