ისრაელის სამხედროები ამბობენ, მათ ყოველდღიურად „ჰამასის“ ათობით მებრძოლი ბარდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს.
„ჰამასი“ პირობის გარეშე უარს ამბობს დანებებაზე. მოძრაობის სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადის წევრები აცხადებენ, რომ არც ერთი მძევალი არ გათავისუფლდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ამასთანავე, ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და შეუფერხებელ ჰუმანიტარულ წვდომას ითვალისწინებს.
"Food, water and fuel are being systematically used as weapons of war in📍#Gaza, as is disinformation."@UNLazzarini @latimes: Humanitarian assistance is being manipulated to serve political and military objectives – another breach among many in this war.https://t.co/YQZpgYcwNB
— UNRWA (@UNRWA) December 10, 2023
ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელია. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ იქნება მშვიდობა, მშვიდობის გარეშე კი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
#Gaza’s health system is on its knees and collapsing.
The @WHO Executive Board Members are discussing a resolution to protect the health of the people in the occupied Palestinian territory.
My full remarks: https://t.co/KGHT1ED7gP #EBSpecial pic.twitter.com/qqQsvDMZsg
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) December 10, 2023
ამავდროულად, მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. ადამიანების 80 პროცენტზე მეტი ვერ იღებს საკმარის საკვებს.