მთავარიკუბიბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. დღის წესრიგშია ევროკავშირის გაფართოების საკითხი და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. მან  ქვეყანას მოუწოდა, რომ სვლა სწორედ ასე განაგრძოს. ბორელის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება ის სირთულეები, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს.

კითხვაზე იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ყველა გზავნილი საქართველოს მიმართ პოზიტიურია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას, განცხადებით,  უკრაინამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები უკვე შეასრულა, მათ შორის ეროვნული უმცირესობების კუთხით. მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებულია ევროკავშირის  სრული წევრობა მოიპოვოს და ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend