75 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, პარიზში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა.
დეკლარაციაში განსაზღვრული პრინციპები მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაშია გამოყენებული და მიჩნეულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძვლად. ამ დოკუმენტმა შთააგონა ადამიანის უფლებათა დაცვის 70-ზე მეტი საერთაშორისო თუ რეგიონული ხელშეკრულება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ.