მთავარიკუბივიქტორ ორბანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

ვიქტორ ორბანი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა უკრაინაა და ის არ არის მზად ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ინტერვიუ ფრანგულ გამოცემას ლე პოინტს ელისეის სასახლეში მაკრონთან შეხვედრამდე მისცა.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ კანონის თვალსაზრისით ეს ვეტო არ არის, უბრალოდ მას არ შეაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებაში, რაც არასწორად მიაჩნია. მისი თქმით, ევროპის მისეული აღქმა არის ის, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ყველა არ არის თანახმა, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. ორბანის თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

ამავდროულად ორბანის თქმით, არსებობს ასევე ეკონომიკური მიზეზიც. მაგალითისთვის საფრანგეთს დამატებით 3.5 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, თუ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა დიდი ქვეყანაა, მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობით. თუკი საშუალება მიეცემა ამ სოფლის მეურნეობას ევროპული სოფლის მეურნეობის სისტემაში შევიდეს, ის მეორე დღესვე გაანადგურებს მას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend