მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

უკრაინაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირის ბოლომდე პარლამენტისგან ელოდება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებას უკავშირდება.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელ იქსზე გამოაქვეყნა წერილი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი, ესპანეთის თავმჯდომარეობით, გადადგამს ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯს და დაიწყებს მოლაპარაკებას  უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. იგი იმედოვნებს, რომ ევროკავშირიც შეასრულებს უკრაინისთვის მიცემულ პირობას. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს,  რომ გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება მათ ძალას შემატებს და ერთიანობას განამტკიცებს.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში  ვიქტორ ორბანი მიიწვია ვახშამზე იმ იმედით, რომ შეაცვლევინებდა აზრს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. საზოგადოება პარიზიდან ახალ ინფორმაციას ელის.

ევროკავშირი კი აგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკის საკითხებში. როგორც ცნობილია, რუსეთმა განაახლა იერიში ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე. ხუთშაბათს მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა,  ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ, რათა არ დაიტვირთოს ქსელი, რაც, თავისთავად, ელექტროენერგიის გათიშვას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend