სომხეთმა და აზერბაიჯანმა რეგიონში ნანატრი მშვიდობის დამყარების მიზნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ორივე ქვეყანა მზად არის, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც თავისთავად სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს.
ევროკავშირში დადებითად აფასებენ მხარეთა ერთობლივ განცხადებას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჯოზეფ ბორელმაც განაცხადა, რომ ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
EU welcomes the joint statement by #Armenia & #Azerbaijan announcing the mutual release of detainees & other confidence building measures-an important political step
We concur – there is a historic chance to achieve peace in the region &are committed to supporting these efforts
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) December 7, 2023
ორი ქვეყანა შეთანხმდა, დაიწყოს სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი
პირველ ეტაპზე 32 სომეხი ჯარისკაცის სანაცვლოდ 2 აზერბაიჯანელი გათავისუფლდება. როგორც ცნობილია, ბაქო არ აპირებს ყარაბაღის ყოფილი ლიდერების გათავისუფლებას.