შემოქმედებითი ინდუსტრიების ორგანიზაციის მისიაა მდგრად განვითარებაში კრეატიული ინდუსტრიების როლის გაძლიერება.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი ეცდებიან კრეატიული ეკოსისტემა ჩამოაყალიბონ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციონირდეს, როგორც კრეატიულობისა და ინოვაციების გლობალური ცენტრი.
ასოციაციის მიზნებსა და შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგი გვარჯალაძემ და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა ისაუბრეს.