მთავარიევროპარუსეთიკრემლი სანქციებს თავს არიდებს

კრემლი სანქციებს თავს არიდებს

ნებისმიერი ომის ბედი არა მხოლოდ ფრონტის, არამედ მომარაგების ხაზთან წყდება. შესაბამის შეიარაღებას შესაბამისი ტყვია-წამალი ესაჭიროება, ეს ყველაფერი კი სანგრებში მსხდომ ჯარისკაცებამდე უნდა მივიდეს. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ დემოკრატიული დასავლეთის სახელმწიფოებმა მოსკოვს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს, მაგრამ გლობალური სამხრეთისა და პეკინის, ასევე თავად დასავლეთის მიერ არასაკმარისად მკაცრად დაცული სანქციების გამო კრემლს არც ლულა აკლია და არც დენთი.

რუსეთის ფედერაცია დედამიწის ზურგზე ყველაზე სანქცირებული სახელმწიფოა.

უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ დემოკრატიული დასავლეთი ყველა ღონესა და ხერხს ხმარობს, რომ კრემლი კრიტიკული სამხედრო მნიშვნელობის ტექნოლოგიებისა და ნედლეულის გარეშე დარჩეს.

გლობალური სამხრეთისა და შუა აზიის რიგ სახელმწიფოებში მოქმედი კომპანიები კი არ მონაწილეობენ მოსკოვისათვის დაწესებულ სანქციებში და ამ გზით კრემლი მეტად საჭირო ტექნოლოგიებზე მაინც ინარჩუნებს წვდომას.

სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო სალივანის განცხადებით, პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში სანქციების დაცვა შეუძლებელია.

დევიდ ო სალივანი, სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელი: “უფრო რეალისტური მიდგომაა საჭირო, ნათელია, რომ სანქციებისთვის გვერდის არიდება გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, ეს ხომ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხია, ჩვენი მიზანია, რომ შესაბამის ტექნოლოგიებზე რუსულ მხარეს წვდომა შეძლებისდაგვარად შევუკვეცოთ. რუსულ სამხედრო მანქანას შესაბამისი მხარდაჭერა უნდა წაერთვას. რუსული მხარე ხომ ამ ტექნოლოგიებს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის მიზნით იყენებს. ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო დავარწმუნოთ, რომ ამ სანქციებს შემოუერთდნენ, ამ გზით უკრაინულ არმიას ბრძოლის საჭირო უპირატესობასაც მივანიჭებთ.

დემოკრატიული დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციისათვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსული ბაზარი დასავლური კომპანიების უდიდესმა ნაწილმა დატოვა, კრემლმა კი ამ დასავლური კომპანიების რუსული ალტერნატივები შექმნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend