მთავარიამერიკააშშრესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს უკრაინისა და ისრაელისთვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების გადაცემის გეგმა

რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს უკრაინისა და ისრაელისთვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების გადაცემის გეგმა

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში უთანხმოება მატულობს.

რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელისთვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს თანხები უმჯობესია შეერთებული შტატების საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმისა და თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადასაწყვეტად დაიხარჯოს. ისინი უკმაყოფილონი არიან მთავრობის უმოქმედობის გამო. ყოველდღიურად მექსიკიდან დაახლოებით 10 000 მიგრანტი შედის აშშ-ის ტერიტორიაზე.

დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი კი საუბრობს, რა საფრთხეები შეიძლება შექმნას ასეთმა მიდგომამ.

აშშ-ის სენატის დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ თუკი სენატში რესპუბლიკელები ძალიან მალე სერიოზულად არ დაფიქრდებიან ეროვნული უსაფრთხოების პაკეტზე, ვლადიმერ პუტინი ჯერ უკრაინას და შემდეგ მთელ ევროპას გადაუვლის.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ლიდერებს მოუწოდა, რომ განაგრძონ რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. მისი თქმით, რუსეთს სწორედ იმის იმედი აქვს, რომ მომავალ წელს თავისუფალი სამყაროს ერთიანობა დაინგრევა.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ომის დაწყებიდან უკრაინას ყველაზე მეტი დახმარება გაუწიეს.

ვაშინგტონმა სულ ახლახან 175 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცა. თუმცა ეს ადრე დამტკიცებული პაკეტი იყო. ახლა კი ჩნდება შიშები, რომ შეერთებული შტატების დახმარება შესაძლოა ნელ-ნელა შესუსტდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend