მთავარიაზიაისრაელიისრაელელები "ჰამასის" ტყვეობიდან ახლობლების გათავისუფლებას ელიან

ისრაელელები “ჰამასის” ტყვეობიდან ახლობლების გათავისუფლებას ელიან

7 დეკემბერს ზუსტად 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც “ჰამასი” ისრაელში შეიჭრა და იქ ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, ათობით ადამიანი კი გაიტაცა. 2 თვის თავზე “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 137 ისრაელელი. მძევლების ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი შეძლებს კატარზე ზეწოლის მოხდენას, რათა მათი ახლობლები ტყვეობიდან მალე გათავისუფლდნენ.

გატაცებულებს შორის არის იონათანის ძმა ალონი. გატაცებამდე ალონმა ძმას მისწერა, რომ მის სახლში ტერორისტები შეიჭრნენ.

“10 საათი იყო, როცა ჩემმა უმცროსმა ძმამ  ალონმა გამომიგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტერორისტები მის სახლში იმყოფებოდნენ. მითხრა, რომ ჩუმად იჯდა თავის ოთახში. მე კი მივწერე, რომ ძალიან მიყვარს და რომ ის ძლიერია, ამის შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია”, – ამბობს იონათან შამრიზი, ალონის ძმა.

არაფერი იციან კიდევ ერთი 30 წლის გატაცებული ქალის შესახებ. იამით შტეინბეხერი თავისი დის, დორონის, გათავისუფლებისთვის იბრძვის.

 “როცა ჩემს დას ვესაუბრე, მითხრა, რომ ეშინოდა, ის საწოლის ქვეშ იმალებოდა თავის ოთახში, დაახლოებით 11-ის 20 წუთზე ის ესაუბრა დედას, უთხრა, რომ ძალიან ეშინოდა, რადგან ტერორისტები მის სახლში შეიჭრნენ და მალევე კონტაქტი გაწყდა”, – ამბობს იამით შტეინბეხერი,  დორონის და. 

2 თვეა, რაც გატაცებულების შესახებ ოჯახებმა არაფერი იციან. იმედი აქვთ, რომ მათ ახლობლებს ძალიან მალე შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend