მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში თევზსაჭერ ნავებზე პენოპლასტის ყუთების გამოყენება აიკრძალება

ევროპაში თევზსაჭერ ნავებზე პენოპლასტის ყუთების გამოყენება აიკრძალება

ნეაპოლის ყურეში მდებარე პოცუოლის მუნიციპალიტეტი და კუნძული პროჩიდა გაერთიანდნენ ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

უამრავი ევროპული ფონდია ამ საქმეში ჩართული და მათი დახმარებითა და ფინანსებით, თევზის გადასატანად ათასობით ყუთი მზადდება, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლოს პენოპლასტი.

ხმელთაშუა ზღვის მიკროპლასტმასით დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ პენოპლასტია.

,,ამ რეგულაციას დადებითად ვაფასებ, როგორც ჰიგიენის, ასევე გარემოსა და საზოგადოების დაცვის მხრივ’’, -ამბობს ანიელო მიცილო, მეთევზე.

ოცუოლის მეთევზეები ცვლილებებისთვის მზად არიან. ძველი პენოპლასტის ყუთებისგან განსხვავებით, ახალი ყუთები მრავალჯერადია და მათი გამოყენება გარეცხვისა და დეზინფექციის შემდეგ თავისუფლადაა შესაძლებელი.

,,ახალ პლასტმასის ყუთები მიკროჩიპებით იქნება აღრიცხული და ამიტომ მას მეთევზეები ბუნებაში აღარ გადაყრიან.  მართალია ცოტა მეტი ძალისხმევა მოგვიწევს, რადგან ახალი ყუთები ყოველი გამოყენების შემდეგ იქნება გასარეცხი, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ’’, – განაცხადა ჯუზეპე ბუჩიერომ, მეთევზეთა გაერთიანების პრეზიდენტმა.

,,პოცუოლის მეთევზეები არიან ნამდვილი მაგალითი იმისა, რომ თან მუშაობა და თან გარემოზე ზრუნვა შესაძლებელია. მცირე ცვლილებაც კი შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს გარემოსთვის’’, – ამბობს ლუკა პალამარა, ევრონიუსის ჟურნალისტი.

ხმელთაშუა ზღვაში არსებული ნარჩენების 95%-ს პლასტმასი შეადგენს

,,გარემოს გაუმჯობესება ნიშნავს, რომ მეთევზეები საკუთარ ბიზნესს კიდევ უფრო განავითარებენ და შემოსავალიც მეტი ექნებათ’’, – ამბობს ლუიჯი მანცონი, პოცუოლის მერი.

ხმელთაშუა ზღვა პლასტმასით დაბინძურებულ გარემოებს შორის მე-6 ადგილზეა. მეთევზეები ძალიან კარგად იაზრებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა, სადაც ისინი ყოველდღიურად იმყოფებიან და მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend