ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაციის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბრალდებულებმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე უკრაინაში 10 დღის განმავლობაში აწამეს, სანამ ის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში არ დაბრუნდა სახლში.
მერიკ გარლანდი, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი: “ჩვენ რუსეთის ფედერაციის ოთხ მოქალაქეს ბრალი წავუყენეთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის გატაცებისა და წამების მიზეზით, ჩვენი მოქალაქე წამების მსხვერპლი იყო. ის 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში და მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. 2022 წლის აპრილში ორმა რუსმა ოფიცერმა სურენ სეირანოვიჩმა და დმიტრი ბუდნიკმა ორ სხვა რუს სამხედროსთან ერთად უკანონოდ დააპატიმრეს და აწამეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე”.