საქართველოში 2020 წლის აპრილში დაიწყო და 2023 წლის სექტემბერში დასრულდა რეგიონული პროგრამა „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში.“ პროგრამის სამიზნე ქალაქებს თბილისი და ბათუმი წარმოადგენდა.
მისი მიზანი იყო სამხრეთ კავკასიის ქალაქების მხარდაჭერა უფრო მდგრადი ურბანული მობილობის მიდგომების შემუშავებისა და განხორციელებისთვის. ასევე რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციის გაცვლა სხვა ქვეყნებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ბათუმის მერიის მრჩეველმა ნინო ჯანელიძემ ისაუბრა.