მთავარიამერიკააშშწინასწარი გამოკითხვის შედეგები აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

წინასწარი გამოკითხვის შედეგები აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სახელმწიფოს ისტორიაში ეს რიგით მესამოცე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ამ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები ორი მასშტაბური ომის ფონზე ხვდება. ომი აღმოსავლეთ ევროპასა და ომი ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონისგან დიდ რესურსებს მოითხოვს, ჰორიზონტზე კი პეკინი და მისი გეოპოლიტიკური ამბიციებია.

უდიდესი ალბათობით რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

საინტერესოა, თუ რა სურათს გვაჩვენებს ამ ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგი. ეს კონკრეტული გამოკითხვა მინესოტას შტატშია ჩატარებული, გამოკითხულია 1520 ადამიანი და შესაძლო ცდომილება 2%-ია.

გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა – 56% ჯო ბაიდენს უჭერს მხარს, ტრამპს მათი 32% უჭერს მხარს, 6%-მა არ იცის და ასევე 6%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. გამოკითხულ კაცთა მხოლოდ 35% უჭერს მხარს ჯო ბაიდენს, კაცთა 53% პროცენტი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, 7%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, 5%-მა კი უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.

უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეთა 59% მოქმედ პრეზიდენტს უჭერს მხარს, 30% კი დონალდ ტრამპს, 6%-მა არ იცის, ხოლო 5%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. რაც შეეხება საშუალო განათლების მქონე პირებს, მათი 36% უჭერს მხარს ჯო ბაიდენს და 51% ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხარდამჭერია, 7%-მა არ იცოდა, თუ რომელი კანდიდატი მოსწონს მეტად, ხოლო 6%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

და ბოლოს, ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეების 61% ჯო ბაიდენს დაუჭერდა მხარს, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილიყო, ქალაქელთა მხოლოდ 25% უჭერს მხარს დონალდ ტრამპს, 9%-მა არ იცოდა და 5%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. რეგიონებში მცხოვრები ადამიანების 58% პროცენტი ტრამპის მხარდამჭერია, მხოლოდ 32%-ს სურს ჯო ბაიდენი მეორე ვადით იხილოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. რეგიონებში ამ შეკითხვას მოსახლეობის 5%-მა პასუხი არ გასცა, 5%-მა კი არ იცოდა, რა არჩევანს გააკეთებდა.

ევრონიუს ჯორჯიამ სასაუბროდ მოიწვია „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გიგა ჯოხაძე ჯო ბაიდენის რეიტინგზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენის, აშშ-ის პრეზიდენტის ცვლილების შემთხვევაში პეკინის მიმართ მომავალი საგარეო პოლიტიკისა და ევროპაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული მოლოდინის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend