თბილისში პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა გამოხმაურება ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, არ განიხილოს 14 დეკემბრის სამიტზე უკრაინის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის პოლიტიკა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზეც შექმნის შეფერხებას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.