მთავარიევროპაესპანეთირამდენად შეძლებს ესპანეთი, გადაარჩინოს დონიანას ეროვნული პარკი განადგურებისგან

რამდენად შეძლებს ესპანეთი, გადაარჩინოს დონიანას ეროვნული პარკი განადგურებისგან

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის წვიმები ხელს უწყობს წყლის დონის მომატების პროცესს, მდგომარეობა ამ მხრივ მაინც კრიტიკულია.

დონიანას ეროვნული პარკი 1963 წელს გაშენდა. 1994 წლიდან კი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს. მისი ფართობი 75 800 ჰექტარია.

,,ჭაობის მხოლოდ 2%-ს აქვს წყალი შერჩენილი, დანარჩენი 98% კი მთლიანად დამშრალია ნალექის ნაკლებობის გამო. წყალსაცავები და მდინარის წყლები ვეღარ ამარაგებს პარკს ისე, როგორც ადრე“, – ამბობს ფელიპე ფუენტელსაზი.

წყლის ნაკლებობამ ასევე გაანახევრა გადამფრენი ფრინველების რაოდენობა, რომელიც ასაზრდოებდა ამ გარემოს

უნალექობამ და ჭაბურღილების უკანანო  შენებამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი განადგურების პირას მიიყვანა.

ესპანეთის მთავრობამ პარკის ჭაობების გადასარჩენად 1,4 მილიარდი ევრო გამოყო

,,ეროვნული პარკის გადასარჩენად საჭიროა მიწის თავდაპირველი თვისებების აღდგენა და სათბურების შექმნა, სადაც მცენარეები წყლით მომარაგდება’’, – მიიჩნევს ხაიმე ველასკესი.

ფერმერები, რომელთაც დონიანას პარკის გარშემო სახნავ-სათესი მიწები აქვთ, ჰექტარზე 100 000 ევროს მიიღებენ იმის სანაცვლოდ, თუ მიწებს მოსავლის მოსაყვანად არ გამოიყენებენ.

,,ამ კრიტიკულ სიტუაციასთან ადაპტაციის მთავარი საშუალება წყლების უკანონო გამოყენების აღმოფხვრაა’’,-ამბობს ფელიპე ფუენტელსაზი.

დონიანას საკითხს დუბაიში მიმდინარე კლიმატის კონფერენციაზეც განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend