ხვალ, 6 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე “შავი ზღვა და ქართული მწერლობა: ემოციური გეოგრაფია.“
დისკუსიის მონაწილეები წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტს, კვლევით ცენტრს ”რომანული ურთიერთგაგება, ინტერკულტურული დიალოგი” და საფრანგეთის ექსი-მარსელის უნივერსიტეტს. ისინი რამდენიმე წელია თანამშრომლობენ შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტებთან და იკვლევენ შავ ზღვას როგორც ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურიამ ისაუბრა.