ისრაელმა სამხრეთ ღაზაში აგრესიული საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და ამის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
ისრაელის არმიის ათეულობით ტანკი ახლა პალესტინის სიდიდით მეორე ქალაქთან ხან-უინისთანაა მობილიზებული. ისრაელი მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი, რომელზეც სრულმასშტაბიანი შეტევაა მოსალოდნელი.
In IDF operations in Gaza, approx. 200 Hamas terrorist targets have been struck:
🔺Troops struck terrorist infrastructure located inside a school and found 2 tunnel shafts, including a booby-trapped one, explosives and additional weapons.
🔺 An IAF aircraft struck vehicles… pic.twitter.com/BJayrQYiEN
— Israel Defense Forces (@IDF) December 4, 2023
ინტენსიური დაბომბვის შემდეგ დაჭრილები ქალაქის მთავარ ალ-ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს
როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ისრაელელი შეეწირა, ისრაელის საპასუხო მოქმედებებს კი 15 900 პალესტინელი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.
„წითელ ჯვარში“ აცხადებენ, რომ საავადმყოფოებში ქაოსური მდგომარეობაა
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ღაზის ევროპულ საავადმყოფოში, შეშფოთებულია იმით, რაც იქ ნახა. საავადმყოფოებში მკურნალობენ დაობლებული ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა სახის ტრავმა აქვთ. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს აღარც ახლობლები ჰყავთ, რომლებიც მათზე იზრუნებენ.
My message from Gaza today: pic.twitter.com/0EkxwD0XRL
— Mirjana Spoljaric (@ICRCPresident) December 4, 2023
„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ და-ძმას, მაია და იტაი რეგევებს, მშობლიურ ქალაქში ზარ-ზეიმით დახვდნენ. ისინი პარასკევს „ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ. და-ძმა მუსიკალური ფესტივალის დროს დაატყვევეს.