მთავარიdraft geoGTA VI-ის ოფიციალური თრეილერი

GTA VI-ის ოფიციალური თრეილერი

კომპანია ,,ROCKSTAR GAMES”-მა GTA 6-ის პირველი თრეილერი გამოუშვა. ამ მომენტს სერიის თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელოდებიან. ეს პოპულარული თამაშის მეექვსე ნაწილია, რომელიც ოფიციალურად 2025 წელს გამოვა. იუთუბზე განთავსებიდან პირველ რამდენიმე საათში თრეილერმა 32 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.

სერიის წინა ნაწილი, GTA 5, 2013 წელს გამოვიდა და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშია, 2023 წლის მონაცემებით მან კომპანია როკსტარს 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. GTA 6 Playstation 5-ისა და X box-ის ბოლო ვერსიებზე იქნება ხელმისაწვდომი. თამაშის საშუალო ფასი 150 დოლარი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend