მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინმა უკრაინის ინტერვენციაში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ინტერვენციაში მონაწილე სამხედროები დააჯილდოვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ეგრეთწოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. მან სამხედროები მედლებით დააჯილდოვა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა ერთერთი ყველაზე საყურადღებო საქმეა. უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ ომში 300 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: “მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან. ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, ასევე მათ ოჯახებს, ეს დღესდღეობით ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend