ისრაელელი სამხედროების თქმით, ღაზის ყველა ნაწილში მიმდინარეობს სახმელეთო ოპერაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთით აძლიერებენ საომარ მოქმედებებს და აცხადებენ, რომ მათი იერიში კვლავ დამანგრეველი იქნება. ამასთან ისრაელმა მოუწოდა ღაზის სამხრეთით მცხოვრებ მოქალაქეებს, გაეცალონ მრავალმხრივაა ადგილებს.
ევაკუაციის შესახებ ბრძანების გაცემას ძლიერი დაბომბვა მოჰყვა
პალესტინელები ამბობენ, რომ აღარ არსებობს ისეთი ტერიტორია, სადაც შეძლებენ თავის შეფარებას.
ღაზის 2 მილიონ 300 ათასი მოსახლიდან ბევრი სამხრეთში მას შემდეგ გადავიდა, რაც ისრაელმა მშვიდობიან მოსახლეობას ომის პირველ დღეებში ჩრდილოეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიანი შეთანხმების დასრულების შემდეგ საომარი მოქმედებების დროს ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მათი თქმით, უმრავლესობა ბავშვია. ისინი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელს მოუწოდებს, არ დაესხას თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მათ თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით იერიში მიიტანეს „ჰამასის“ სამიზნეებზე, მათ შორის გვირაბში არსებულ სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის შესანახ ობიექტებზე.
ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტისა და შეთანხმების იმედი არ ჩანს.