მთავარიევროპაგერმანიაგერმანიასა და მის მიმდებარე რეგიონებში დიდთოვლობაა

გერმანიასა და მის მიმდებარე რეგიონებში დიდთოვლობაა

გერმანიაში დიდთოვლობაა, რის გამოც შაბათს მიუნხენის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო. აეროპორტში ათასობით მგზავრია. დიდთოვლობამ ქვეყანაში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

რეგიონის სხვა აეროპორტებში, მათ შორის შვეიცარიის დედაქალ ციურიხშიც, გადაიდო ფრენები.

მიუნხენის აეროპორტში თავის რეისს  რამდენიმე ქართველი მგზავრიც ელოდება

გერმანიის ეროვნული რკინიგზა მოქალაქეებს ურჩევს,  დაგეგმილი მგზავრობისგან თავი შეიკავონ და დარჩნენ სახლში, რადგან დიდთოვლობის გამო მატარებლების მოძრაობა მიუნხენის ცენტრალური სადგურიდან შეჩერებულია.

საინფორმაციო სააგენტო DPA იტყობინება, რომ რამდენიმე მგზავრმა მიუნხენში და მის მიმდებარე ქალაქ ულმში უამინდობის გამო ღამე მატარებელში გაატარა.

დიდთოვლობის გამო გაუქმდა ბუნდესლიგის მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „იუნიონ ბერლინს“ შორის, რომელიც წესით შაბათს უნდა ჩატარებულიყო.

უამინდობის გამო რეგიონში ბევრი საგზაო შემთხვევა მოხდა

პოლიციის განცხადებით, ძლიერი ნალექის გამო ბავარიის ქვედა ნაწილში 350-ამდე ინციდენტი მოხდა.

ავსტრიასა და შვეიცარიაში დიდთოვლობის გამო ოფიციალურმა პირებმა ზვავსაშიშროების შესახებ განგაში გამოაცხადეს.

განგაშის მეორე დონე გამოცხადდა ასევე დასავლეთ ავსტრიაში,  ტიროლისა და ფორარლბერგის პროვინციებში, სადაც  ღამით 50 სანტიმეტრი სიმაღლის თოვლი მოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend