მთავარიევროპაგერმანიასაშობაო ბაზრობა ბერლინში

საშობაო ბაზრობა ბერლინში

გლინტვეინი, ჯანჯაფილის პური და საშობაო სიმღერები – ეს ის ჩამონათვალია, რომლის გარეშეც გერმანიაში შობის დღესასწაული წარმოუდგენელია. თუმცა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მუსიკის ჩართვის ლიცენზია ისე გაძვირდა, რომ გამყიდველები  მას აღარც რთავენ.

ბერლინის საშობაო ბაზრობებზე წელს განსხვავებული ატმოსფეროა, რადგან ვაჭრობას ის სადღესასწაულო სიმღერები არ სდევს ფონად, რაც აქამდე ყველას ახარებდა და საახალწლო განწყობას უქმნიდა.

„წელს საშობაო ბაზრობაზე მუსიკა არ არის, რადგან ორგანიზაცია GEMA-მ, რომელიც გარე სივრცეებში მუსიკის ჩართვის ლიცენზიებს გასცემს, ფასები 1000%-ით გაზარდა. რისი გადახდის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, საშობაო ბაზრობა  სიმღერების გარეშე იმართება“, – ამბობს იენს შმიდტი, საშობაო ბაზრობის ორგანიზატორი.

როცა მუსიკა ჩართულია, ხალხი ცეკვავს, მღერის და ერთობა, რაც საერთო ხასიათსა და ატმოსფეროს ქმნის, ახალ წელსაც უფრო ხალისიანად ხვდებიან.

რეგულაციების გამო ბაზრობებზე არ რთავენ მუსიკას, თუმცა ზოგიერთი მაინც რისკავს, რადგან, მათი აზრით, საშობაო ატმოსფეროს შექმნა მუსიკის გარეშე ძალიან რთულია. გამყიდველები ფიქრობენ, რომ ხალხი აღარ დარჩება დიდხანს ბაზარში და ფულსაც აღარ დახარჯავს.

,,გერმანული საშობაო ბაზრობა 600 წელია არსებობს. მაგრამ წელს მუსიკის გარეშე მას ისეთი ხიბლი არ აქვს, როგორც წინა წლებში. ახლა ერთადერთი, რაც ბაზრობიდან ისმის, ხალხის ზუზუნია“, – ლივ შტრაუდი, ევრონიუსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend