2 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით “არაფორმალური განათლების გამოწვევები“.
მთავარი თემა იქნება არაფორმალურ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება. კონფერენციის მიზანია ამ სფეროში არსებული გამოწვევების, ახალი სასწავლო მიმართულებებისა და ტენდენციების გაცნობა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სასახლის პროგრამებისა და პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან დვალმა და ეროვნული სასახლის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბაჩილავამ ისაუბრეს