ახლო აღმოსავლეთში ომი განახლდა. ერთი კვირის განმავლობაში დადუმებული ქვემეხები კვლავ ამოქმედდნენ. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები დროებითი ზავის დაწყებიდან პირველივე დღეს აცხადებდნენ, რომ სამხედრო მოქმედებები განახლდებოდა. “ჰამასმა” დროებითი ზავის პირობებში 105 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა 180 პატიმარი გამოუშვა საკნებიდან. დროებითი ზავის მიუხედავად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ მძიმეა.
The IDF published information regarding the evacuation of Gazan civilians for their safety in the next stage of the war.
The map published divides the territory of Gaza into zones according to recognizable areas. This enables the residents of Gaza to orient themselves and to…
— Israel Defense Forces (@IDF) December 1, 2023
ერთკვირიანი ზავი შეწყდა. პარასკევს დილით სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე ისრაელმა შეტყობინების ფურცლები ჩამოყარა საჰაერო ხომალდებიდან. მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
დაბომბვა დილიდან დაიწყო და ღაზა ისევ კვამლსა და ქაოსში აღმოჩნდა.
ქამალ მანსური, ადგილობრივი: “ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, ეს ზავი ხომ ტყუილი იყო, ეს შეთანხმება არაფრის მომტანი იყო, საჭიროა მყისიერი გადაწყვეტილების მიღება, რომელ დაზავებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ”.
ფატიმა ნასი, ადგილობრივი: “ჩვენ ქალები ვართ და ჩვენთან ერთად ბავშვები არიან, არაფერი გაგვაჩნია, არაფრის გვეშინია, ცხოვრებას ვაგრძელებთ, იმედი გვქონდა, რომ მშვიდობა აღარ დაირღვეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ომი განახლდა. ჩვენ მშვიდობა გვსურს”.
“ჰამასმა” დროებითი ზავის პირობებში 105 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა 180 პატიმარი გამოუშვა საკნებიდან. დროებითი ზავის მიუხედავად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ მძიმეა.
ამ დრომდე 140-ამდე ისრაელელი კვლავ რჩება “ჰამასის” ტყვეობაში. ისრაელელების ნაწილი მხარს უჭერს ომის განახლებას.
რონენ კრონჩიკი, ისრაელის მოქალაქე: “მსოფლიომ უნდა შეიგნოს, რომ ცხოველთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია, მისთვის ჩვენი საზღვარი არაფერს ნიშნავს, როგორც 7 ოქტომბერს ვიხილეთ, მათი მიზანია ჩვენს სახლებში შემოვარდნა, ჩვენი მოსპობა. ის, რაც “ჰამასმა” ჩაიდინა უპატიებელია, იმედი მაქვს, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და “ჰამასი” აღარ იარსებებს”.
არსებული წყაროების თანახმად, ისრაელისა და “ჰამასის” ომს უკვე 13 ათასზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის ცნობილი.
The resumption of hostilities in #Gaza is catastrophic. All parties & States w influence must redouble efforts, immediately, to ensure a ceasefire – on humanitarian and human rights grounds.
The situation is beyond crisis point – @volker_turk pic.twitter.com/6HmMUZW0qQ
— UN Human Rights (@UNHumanRights) December 1, 2023
ისრაელ-“ჰამასის” დროებითი ზავის შეწყვეტის პირველი დღე ფოტოგრაფების ობიექტივში.