მთავარისაქართველობავშვთა ქორწინების გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

ბავშვთა ქორწინების გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

საქართველოში ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრის პროცესში გარკვეული საკითხები რეგულირების მიღმა რჩება. ამ თემაზე დღეს  გაეროს მოსახლეობის ფონდმა კონფერენცია გამართა. მათივე ინფორმაციით, ბავშვთა ქორწინების გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 13.9%-ს შეადგენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც ჯერჯერობით კანონმდებლობას არ ექვემდებარება. გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, კანონმდებლობის დახვეწის გარდა მნიშვნელოვანია მოზარდების ინფორმირება იმ მხარდამჭერი უწყებების შესახებ, რომლებსაც საჭირო დროს უნდა მიმართონ.

კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოზარდი, აითაჯ შახმაროვა, მოკლა კაცმა, რომელიც საკუთარ თავს მის ქმარს უწოდებდა. გაეროს მოსახლეობის ფონდის წევრები ამბობენ, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend